თამარ კეკენაძე: სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების გადაწყვეტილების გადასინჯვა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება
21-10-2016, 04:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

,,თავისუფალი დემოკრატების“ აღმასრულებელი მდივნის, თამარ კეკენაძის განცხადებით, საქართველოს არსებული გამოწვევების საპასუხოდ სჭირდება მაღალპროფესიული, მობილური სამხედრო შეიარაღებული ძალები, ძლიერი რეზერვის სისტემით.

 

 

თამარ კეკენაძე თავდაცვის მინისტრ ლევან იზორიას მოუწოდებს, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილებას არ გადახედოს. მისი შეფასებით, ამ გადაწყვეტილების გადასინჯვა უკან გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

 

მისივე თქმით, სრულად პროფესიულ ჯარზე გადასვლის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ 2012 წელს ირაკლი ალასანიას მინისტრობის დროს მიიღეს და ამ მიმართულებით უკვე არსებობს სამოქმედო გეგმა.

 

 

„ნატო-სთან და სხვა სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად შემუშავდა  4-წლიანი სამოქმედო გეგმა თავდაცვის სტრატეგიული მიმოხილვის პროცესის ფარგლებში, რომელსაც უნდა უზრუნველყო წვევამდელების და მათი ფუნქციების ეტაპობრივი ჩანაცვლება პროფესიონალი სამხედრო მოსამსახურეებით და შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით“, - აღნიშნა მან.

 

 

თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ დღეს განაცხადა, რომ აღადგენს თუ არა თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას, ნოემბრის დასაწყისში გახდება ცნობილი.

 

 

თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა მიმდინარე 27 ივნისს შეაჩერა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი