გოგა ხაინდრავა არასამთავრობოებზე: შენიღბულად ლაპარაკობენ, რომ ოპოზიციას მივცეთ ხმა, თუმცა, მეორე ტურში ოპოზიცია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“
21-10-2016, 04:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, მთავარია, ვინ მართავს ქვეყანას და არა, რა დოკუმენტი მართავს.

 

 

აღნიშნულით ხაინდრავა დღევანდელ პრესკონფერენციაზე საკონსტიტუციო უმრავლესობის საფრთხეებთან დაკავშირებულ მოსაზრებებს გამოეხმაურა და ისიც აღნიშნა, რომ ეს სასაცილოა. 

 

 

„საუბარი, რაც გვესმის, რომ ოპოზიციას მიეცით ხმა, არის ფარისევლობის, სიცრუის ანატომია, ეს ე.წ. სამოქალაქო საზოგადოება, თითქოს რაღაც ჯგუფი არის, ვინც არის სამოქალაქო და მთელი დანარჩენი საქართველო, ეტყობა სამოქალაქო არ არის, ან მოქალაქეები არ არიან. ისინი არიან „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და წარმომადგენლები, ბუღაძეები, კაკაბაძეები, ხოშტარიას მამა და ა.შ. თანაც, შენიღბულად ლაპარაკობენ, რომ ოპოზიციას მივცეთ ხმა, თუმცა, აბსოლუტურად ნათელია, რომ მეორე ტურში ოპოზიცია მხოლოდ „ნაციონალური მოძრაობაა“. შენიღბვის ახალი ხერხები გამოიგონეს“, - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი