გიორგი კვირიკაშვილი სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს შეხვდა
21-10-2016, 06:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მსოფლიო ბანკი საქართველოს მთავრობას, რეფორმების ოთხპუნქტიანი გეგმის განხორციელების პროცესში, მხარდაჭერას უცხადებს.

 

 

ამის შესახებ საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილისა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის (World Bank) რეგიონული დირექტორის, მერსი ტემბონის შეხვედრისას აღინიშნა.

 

 

მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა მთავრობის მეთაურს საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარება მიულოცა.

 

 

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო ქვეყანაში უკვე მიმდინარე და დაგეგმილ სტრუქტურულ რეფორმებს, რომლებსაც მსოფლიო ბანკი დადებითად აფასებს და მზად არის, ამ მიმართულებით საქართველოს მხარდაჭერა მომავალშიც განაგრძოს.

 

 

მერსი ტემბონმა, მსოფლიო ბანკის სახელით, კმაყოფილება გამოთქვა ქვეყანაში ბიზნესის განვითარების მიმართულებით არსებულ მიღწევებთან დაკავშირებით. მისი თქმით, ეს მიღწევები აისახება მსოფლიო ბანკის ჯგუფის ბიზნესის წარმოების ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება.

 

 

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა შეხვედრისას ასევე აღნიშნა ის მნიშვნელოვანი პროგრესი, რომელსაც საქართველომ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში სიღარიბის დაძლევის კუთხით მიაღწია.

 

 

შეხვედრას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი