ქუთაისში, ნიკეას ქუჩის რეაბილიტაცია დაგეგმილზე ადრე დასრულდა
21-10-2016, 06:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა, პირველ მოადგილესთან, ილია დარჩიაშვილთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე რეაბილიტირებული გზა გახსნა.

 

 

ნიკეას ქუჩა ქუთაისის ყველაზე დიდი ქუჩაა.

 

 

ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, რეაბილიტაციის დაწყებამდე, აღნიშნულ ქუჩაზე არსებული გზის საფარი დაზიანებული და ამორტიზირებული იყო, რის გამოც, მოძრაობა ფერხდებოდა და მუდმივად იქმნებოდა საცობები. არ იყო დაცული უსაფრთხოების ნორმები.

 

 

პროექტის ფარგლებში 2.2კმ სიგრძის, სამზოლიან გზას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა. დაიგო ორფენიანი ასფალტ-ბეტონის საფარი, სავალ ნაწილებს შორის გაკეთდა შემზღუდავი გამყოფი ზოლი, ქუჩის ორივე მხარეს მოეწყო ახალი ტროტუარები, შეიცვალა გარე განათება და გაკეთდა ახალი სანიაღვრე სისტემა.

 

 

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ქუჩის განახლების შედეგად მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება ქალაქში ავტოსატრანსპორტო ნაკადების მოძრაობა, რაც არსებულ საცობებს მნიშვნელოვნად განტვირთავს.

 

 

პროექტის ღირებულება, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით 7 698 556,21 ათასი ლარია. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის მაისში იგეგმებოდა, თუმცა, მუნიციპალური განვითარების ფონდისა და კონტრაქტორი კომპანიის ოპერატიულობის შედეგად, გზის გახსნა დაგეგმილზე ბევრად ადრე მოხერხდა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი