ნინო ბურჯანაძე: რუსეთზე კი არ უნდა ვიძახოთ რომ ოკუპანტიაო, მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები მოგვარდეს
21-10-2016, 06:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის შემდეგ, მე არაფერი ახალი არ მომისმენია, - აღნიშნული განცხადება "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გააკეთა.

 

 

ბურჯანაძის თქმით, შესაძლებული იყო არა მხოლოდ გამარტივება, არამედ სავიზო რეჟიმის მთლიანად გაუქმება.

 


"ის რომ გაგრძელდება საუბრები ეს აბსოლუტურად ბუნევრივი განცხადებაა. რაც შეეხება ვიზების გამარტივებას, აქ ლაპარაკი არის საჰაერო მიმოსვლის ეკიპაჟების ვიზების გამარტივებასთან დაკავშირებით და ამაზე ხაზის გასმა ცოტა უხერხულიც კი მგონია. მე ვიზებთან დაკავშირებით ვსაუბრობდი იმაზე, რომ არსებობდა რეალური შანსი, არა მხოლოდ გამარტივებულიყო სავიზო რეჟიმი, არამედ საერთოდ გაუქმებულიყო ვიზები საქართველოს მოსახლეობისთვის. მით უფრო, რომ შარშანდელი ჩემი ვიზიტის შემდეგ ზაფხულში პუტინმა გააკეთა განცხადება სავიზო რეჟიმის შესაძლო გაუქმებასთან დაკავშირებით", - აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

 

 

ბურჯანაძე აცხადებს, რომ თბილისში ბიზნესფორუმის ჩატარება მისასალმებელია.

 


„ბიზნეს კონტაქტები ძალიან კარგი და მნიშვნელოვანია, მაგრამ სრულიად ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ ამ განცხადებამაც მე ძალიან ნათლად დამანახა, საუბარია მეორად თემებზე, რაც მნიშვნელოვანია მაგრამ არა უმთავრესი. საუბარი არ არის სტრატეგიულ მოლაპარაკებებზე, სწორედ იმ თემებზე რაც ეხება ჩვენი ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს, აფხაზეთისა და სამაჩაბლოს პრობლემების მოგვარებას. ეს შესაძლებელია მხოლოდ უმაღლესი დონის დიალოგის არსებობის შემთხვევაში, ხოლო უმაღლეს დონეზე დიალოგის კვალიფიციურად წარმართვის შემძლე პირს მე საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებაში ვერ ვხედავ,“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

 


მისი განცხადებით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია რომ რუსეთთან პოლიტიკურ სფეროებში გარღვევა მოხდეს.

 


„კი არ უნდა ვიძახოთ რომ ოკუპანტიაო, მოლაპარაკებები უნდა ვაწარმოოთ იმისათვის, რომ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემები მოგვარდეს. სხვათაშორის არაოკუპანტობის მთავარი განმსაზღვრელი იყო და არის რუსული ჯარის გაყვანა საქართველოს ტერიტორიიდან, რომელზეც არავინ, ნინო ბურჯანაძის გარდა, არ საუბრობდა წინასაარჩევნოდაც კი. უბლოკო სტატუსი იყო ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ რუსეთთან დაწყებულიყო მოლაპარაკება რუსული ჯარის საქართველოდან გაყვანასთან დაკავშირებით, ოღონდ არცერთ პოლიტიკურ ძალას ამასთან დაკავშირებით კონკრეტული წინადადები არ ჰქონდა და საუბარიც რომ დაიწყონ მიღწევას ალბათ მაინც ვერ შეძლებენ, რაც სამწუხაროა,“- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, რომლის კომენტარსაც პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი