მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, რუსთავის ავტომაგისტრალის პირველ და მესამე მონაკვეთებზე სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება და ამ დროისათვის მოსახლეობა მაღალი ხარისხის კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას.
"თბილისი-რუსთავის ავტომაგისტრალის მშენებლობა აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით ხორციელდება, შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაგისტრალის მშენებლობა საერთაშორისო სტანდარტებით აღიარებული ნორმებით მიმდინარეობს. ამასთან, გზის მშენებლობას საერთაშორისო საზედამხედველო კომპანია „დოჰვა ინჟინერინგი“ უწევს მონიტორინგს და ზედამხედველობას, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული მშენებლობის ხარისხი.
ჯერჯერობით, თბილისი-რუსთავის მაგისტრალის არც ერთი მონაკვეთი ბოლომდე დასრულებული არ არის და შესაბამისად, გზის ხარისხის შეფასება ნაადრევია. მცდარი შთაბეჭდილების შექმნის მიზეზი, თითქოს სამშენებლო სამუშაოები უხარისხოდ არის ჩატარებული, შესაძლოა, გამხდარიყო ის 6.5 კმ-იანი მონაკვეთი (რუსთავი-ფონიჭალის მარჯვენა მიმართულება), რომელზეც საავტომობილო ნაკადის დროებითი გადართვა 31 იანვარს მოხდა. აღნიშნულ მონაკვეთზე გზის დროებითი გადართვა მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, მათთვის გადაადგილების გასამარტივებლად განხორციელდა. მას შემდეგ, რაც დასრულდება გზის ამავე მონაკვეთის მარცხენა მიმართულების მშენებლობა, სამშენებლო კომპანია „სინოჰიდრო კორპორეიშენი“ გზის მარჯვენა მიმართულების მონაკვეთს დაუბრუნდება და სამშენებლო სამუშაოებს დაასრულებს.
რუსთავის ავტომაგისტრალის პირველ და მესამე მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოები 2015 წლის შემოდგომაზე დასრულდება და ამ დროისთვის მოსახლეობა მაღალი ხარისხის კომფორტული გზით შეძლებს გადაადგილებას. აღსანიშნავია, რომ კონტრაქტორ კომპანიას, მშენებლობის დასრულების შემდეგ აქვს ერთწლიანი ვალდებულება, ხარვეზის გამოვლენის შემთხვევაში უსასყიდლოდ მოახდინოს მისი აღმოფხვრა. შესაბამისად, პროექტის დასრულებამდე გზის ხარისხზე საუბარი ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია," აღნიშნულია მუნიციპალური განვითარების ფონდის განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.