რეჟისორ გოგა ხაინდრავას განცხადებით, ქართულმა საზოგადოებამ თავისი არჩევანი უკვე გააკეთა და ამ არჩევანს კიდევ ერთხელ დაადასტურებს 30 ოქტომბერს.
ამის შესახებ მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ხაინდრავამ ზუგდიდის 66-ე საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ სანდრა რულოვსზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას კავშირი არ აქვს სამეგრელოსთან.
„ზუგდიდში კენჭს იყრის ქალბატონი სანდრა რულოვსი, ჰოლანდიის მოქალაქე, ქმარი უკრაინის მოქალაქე, შვილები ამერიკის მოქალაქეები, რა შუაშია სამეგრელოში სანდრა რულოვსი ერთი გამაგებინეთ, თუ არა ეს დაუოკებელი ჟინი კეთილდღეობის, საკუთარი პატივმოყვარეობის და ინტერესების?! რა კავშირი აქვს სანდრა რულოვსს სამეგრელოსთან მაინტერესებს. მე რა კავშირი მაქვს ვიცი, მე ოდიშელი აზნაური ვარ, წარმოშობით სამეგრელოდან. აი, სანდრა რულოვსი რა შუაშია?! მეგრელებს მინდა ვკითხო, ჩემი მიწა-წყლის წარმომადგენლებს, რა შუაშია, ან რა კავშირი აქვს საერთოდ?! სანდრა რულოვსს ჰოლანდია არ უყვარს?! ჰოლანდიაში ჩავიდეს, იქ პრობლემები არ არის?! იქ ხალხს ზრუნვა არ სჭირდება?! ან ამერიკაში, სადაც ახლა ცხოვრობს, ან უკრაინაში, თავის ქმართან ერთად. რატომ მაინც და მაინც სამეგრელოში?! - იმიტომ რომ იქ არის ბუდე - კოხტა კოდუების, მეგის ქარდავების, ახალაიების. იმ ბუდეზე დაყრდნობით ცდილობენ, რომ ამ ქვეყანაში არეულობა, დაპირისპირება გაგრძელდეს, ამიტომ არის სანდრა რულოვსი იქ მივლენილი?!“ - განაცხადა ხაინდრავამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.