საქართველოს თავდაცვის მინისტრი კახეთში ჩავიდა. ლევან იზორია იმ ადგილზე მივიდა, სადაც ცოტა ხნის წინათ სამხედრო მოსამსახურეებით სავსე ,,კამაზის” მარკის ავტომანქანა ამობრუნდა.
იზორია დედოფლისწყაროს სამედიცინო დაწესებულებაში დაშავებული სამხედროების მონახულებას გეგმავს.
ავარია დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერიტორიაზე ცოტა ხნის წინათ მოხდა. შემთხვევის შედეგად, ერთი ჯარისკაცი დაიღუპა.
სამხედრო მანქანის ამობრუნებისას მასში 37 ჯარისკაცი იჯდა, მათი ნაწილი დაშავდა. ისინი დედოფლისწყაროსა და წნორის სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.