საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა წმინდა საყდრის დესპანი მონსინიორ მარეკ სოლჩინსკი მიიღო.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მონსინიორ სოლჩინსკიმ გიორგი მარგველაშვილს საქართველოში რომის პაპის მნიშვნელოვანი ვიზიტის მაღალ დონეზე ჩატარებისათვის მადლობა გადაუხადა და პაპ ფრანცისკეს მადლობის წერილი პირადად გადასცა.
„მსურს გამოვხატო ჩემი მადლიერება საქართველოში ჩემი ბოლო ვიზიტისას, თქვენი გულითადი მასპინძლობისათვის. მადლიერი ვარ ჩემი ვიზიტის ორგანიზებისას თქვენი და მთავრობის მიერ გაწეული ძალისხმევისათვის, და მადლობას გიხდით ჩემდამი თქვენ მიერ გამოხატული გულისხმიერებისა და სტუმართმოყვარეობისათვის.
ქართველი ხალხის ღრმა რწმენითა და კულტურით შთაგონებული, ყოველთვის დიდი სიყვარულით მოვიგონებ ჩემს სტუმრობას თქვენს ქვეყანაში. იმედი მაქვს, რომ ეს ვიზიტი გააღრმავებს მეგობრულ კავშირს წმინდა საყდარსა და საქართველოს შორის და ხელს შეუწყობს მშვიდობასა და ურთიერთგაგებას მორწმუნე და კეთილგანწყობილ ხალხებს შორის.
ვლოცულობ თქვენი აღმატებულების, თქვენი მეუღლისა და შვილებისათვის, სრულიად საქართველოს ძვირფასი ხალხისათვის და შევავედრებ ყოვლისშემძლე უფალს დალოცოს თქვენი ერი“, - აღნიშნულია რომის პაპის წერილში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.