"არ დაგავიწყდეთ, რუსეთის "განსაკუთრებული როლის შესახებ" საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასთან დაკავშირებით!"
21-10-2016, 15:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მავანნი, რომლებიც რუსეთთან მიმართებით საკუთარ თავს მიიჩნევენ "დიდ სპეციალისტებად", დაბეჯითებით გვიმტკიცებენ, რომ საქართველოს არავითარ შემთხვევაში ხელს არ აძლევს "შეხვედრები შეხვედრებისთვის", მათ მხედველობაში აქვთ აბაშიძე-კარასინის ფორმატი. მაგალითისთვის მოჰყავთ ჟენევის ფორმატი და გვეუბნებიან, რომ მართალია შვეიცარიაში მოლაპარაკებებით ხშირად ვერანაირ შედეგს ვერ ვიღებთ, მაგრამ ჟენევის მოლაპარაკებები საჭიროა, თუნდაც იმისთვის, რომ იგი შედეგს მომავალში მაინც მოგვცემსო?!.. ანუ, ეს ჩვენი "დიდი პოლიტანალიტიკოსები" მოითხოვენ, რომ უშუალოდ ქართულ-რუსული ორმხრივი შეხვედრებისგან, აუცილებელია კონკრეტული შედეგის დაუყოვნებლივი მიღება, ხოლო ჟენევის საერთაშორისო ფორმატი ორიენტირებული უნდა იყოს სამომავლო შედეგზე?!.. აქვე, ეს "ექსპერტ-ნოვატორები" დასძენენ, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაა და ყველა საკითხი ამ თემას უნდა უკავშირდებოდესო!.. კეთილი და პატიოსანი, არავინ აკნინებს ჟენევის მრავალმხრივი ფორმატის მნიშვნელობას, სადაც აფხაზური და ოსური დე-ფაქტო ხელისუფლებების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ (რუსეთის ფედერაციის მოთხოვნით!), მაგრამ, რატომ აქვთ ზოგიერთ ზემოთ ნახსენებ ბატონებს ასეთი აგდებული და "მოუთმენელი" დამოკიდებულება აბაშიძე-კარასინის ორმხრივ ფორმატთან მიმართებაში?! სხვათაშორის, ამ ფორმატმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმასთან დაკავშირებით, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში დაძაბულობის ხარისხი საგრძნობლად შემცირდა რუსულ-ქართულ ურთირთობებში, აღარაფერს ვამბობ ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების აღდგენა-განვითარებაზე!.. მათ საყურდღებოდ მინდა ვთქვა, რომ დღეს, საქართველო-რუსეთს შორის სწორედ აბაშიძე-კარასინის ფორმატი გახლავთ ერთადერთი ლეგალური არხი (დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის პირობებში), სადაც საქართველოს და რუსეთის ოფიციალურ, სახელმწიფო მაღალჩინოსნსებს აქვთ პირდაპირი კონტაქტი, რომელშიც ვერ და არ მონაწილეობენ ჩვენი სეპარატისტული რეგიონების დეფაქტო ადმინისტრაციების წარმომადგენლები, რაც "დიდ ეჭვიანობას" იწვევს სოხუმსა და ცხინვალში!.. დიახ, კიდევ ერთხელ, არავინ უარყოფს იმას, რომ საქართველოს ოფიციოზს და ზოგადად ქართულ საზოგადოებას სხვადასხვა დონეზე აუცილებლად უნდა ჰქონდეს ორმხრივი დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან, მაგრამ, იმათ ვისაც პრეტენზია გაქვთ "პოლიტიკისმცოდნეობაზე, არ დაგავიწყდეთ", რუსეთის "განსაკუთრებული როლის შესახებ" (რასაც გამუდმებით გვეუბნებიან ჩვენი დასავლელი მოკავშირეები!), საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პერსპექტივასთან დაკავშირებით!!!...

 


ჯუმბერ კირვალიძე,


პოლიტოლოგი

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი