რუსეთის ელჩი დიდ ბრიტანეთში ბრალს სდებს ბრიტანეთის მთავრობას იმაში, რომ ის ლონდონში ბაზირებული საელჩოს თანამშრომლებზე ვიზების გაცემას აყოვნებს.
BBC -ის ცნობით, ალექსანდრე იაკოვენკომ თქვა, რომ საელჩო „პატარავდება“ და დასვა შეკითხვა იმის თაობაზე, სურს თუ არა დიდ ბრიტანეთს „ადეკვატური რუსული დიპლომატიური წარმომადგენლობა“.
მან ასევე გააკრიტიკა პრემიერ მინისტრი და საგარეო მდივანი თავიანთი „ანტი-რუსული განაცხადებების“ გამო.
საგარეო საქმეების ოფისმა განაცხადა, რომ ვიზების გაცემის მხრივ არავითარი დაყოვნების პოლიტიკა არ არსებობს.
იაკოვენკომ თქვა, რომ რუსეთს ლონდონში არ გააჩნია საკმარისი ოდენობა თანამშრომლებისა, რადგან იმ ადამიანების შემცვლელებს, რომლებიც შინ დაბრუნდნენ ან სხვა თანამდებობებზე განაგრძეს საქმიანობა, ვიზებს არ აძლევენ.
„საელჩო ვიწროვდება და თუ ეს პროცესი გაგრძელდა, საელჩო კიდევ უფრო დაპატარავდება. ადამიანების შეცვლა ვერ მოხერხდება, რადგან ვიზები არ გაიცემა“, - თქვა მან.
„ვიმედოვნებ ახლანდელი მთავრობის პირობებში პრობლემა გადაიჭრება“.
მან დაამატა: „აქ, ლონდონში, ჩვენ უბრალოდ არ გვესმის ამ ქვეყნის სტრატეგია ვიზის საკითხებზე“.
იაკოვენკოს კომენტარებს წინ უძღოდა ოქტომბრის დასაწყისში საგარეო მდივნის, ბორის ჯონსონის პარლამენტარების წინაშე წარმოთქმული სიტყვა, სადაც მან განაცხადა, რომ რუსეთი რისკავდა „დაბალი კასტის ერად“ გახდომას სირიის ქალაქ ალეპოს დაბომბვებში მისი ჩართულობით და დაჟინებით მოუწოდა პროტესტანტებს მისი საელჩოს წინ დემონტრანციის მოწყობისკენ.
მიმდინარე კვირას კი პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ დაბეჯითებით მოუწოდა ევროპელ ლიდერებს გაუგზავნონ „ერთიანი მძლავრი გზავნილი“ მოსკოვს დაბომბვის კაპმანიის შესახებ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.