"ქართული ოცნების" წევრი ეკა ბესელია ყიზილაჯლოში, საარჩევნო უბანზე მივიდა. ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას უბანზე არსებული ვითარება შეაფასა.
"მთავარია, ახლა ყველამ დავიცვათ წესრიგი, რათა მოსულმა ამომრჩეველმა მისცეს მშვიდად ხმა. ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ძალიან წყნარად და მშვიდ გარემოში გაგრძელდეს ხმის მიცემა. არავითარი შემაფერხებელი გარემოება არ არის. მეც ვაკვირდები, როგორც პარტიის წარმომადგენელი ამ პროცესს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდად ჩაივლის“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.