"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყიზილაჯლოში, საარჩევნო უბანზე გარკვეული შეფერხება იყო.
მდინარაძის თქმით, შეფერხება უბანზე მისულმა ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობამ გამოიწვია.
"ჟურნალისტებისა და დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობამ ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე გარკვეული შეფერხება გამოწვია, თუმცა ამ დროისთვის ხმის მიცემა მშვიდ გარემოში მიმდინარეობს. ოთახის სიდიდეზე ზედმეტია საუბარი, ვფიქრობ ისე ტარდება აქაც არჩევნები, როგორც ტარდება ყველგან. ვფიქრობ, საარჩევნო დღე მშვიდობიანად ჩაივლის. შესაძლაო, გამოვლინდეს რამდენიმე დარღვევაც, მაგრამ, ჩემი აზრით, ეს დარღვევევები არ იქნება იმ დონის, რომ გავლენა მოახდინოს შედეგების კანონიერებაზე. თუ იქნება საფუძვლიანი საჩივარი, ამ შემთხვევაში კომისიაც ადეკვატურ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.