19 ადამიანი დაიღუპა დასავლეთ ციმბირში, იამალის ნახევარკუნძულზე ავიაკომპანია „სოკოლის“ კუთვნილი "მი-8"-ს ტიპის ვერტმფრენის ავარიული დაშვების გამო.
"რია ნოვოსტის" ცნობით, ბორტზე სულ 22 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან მხოლოდ სამის გადარჩენა მოხერხდა. ყველა მათგანი მძიმე დაზიანებებით სამედიცინო დაწესებულებებშია გადაყვანილი.
მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება ავარიის სამ ძირითად ვერსიაზე მუშაობს. ესენია ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევა, ტექნიკის გაუმართაობა და უამინდობა.
„მი-8“ ტიპის ვერტმფრენი კრასნოიარსკის მხარიდან იამალის რეგიონში მიფრინავდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.