გიგა ბოკერია: რომ არა დაშინების ფაქტები, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იმამკულიევი გამარჯვებული იქნებოდა
22-10-2016, 02:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობათა მდივნის, გიგა ბოკერიას შეფასებით, "რომ არა დაშინების ფაქტები, მარნეულში „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი იმამკულიევი გამარჯვებული იქნებოდა".

 


როგორც ბოკერიამ ყიზილაჯლოში ჟურნალისტებს განუცხადა, მთავარი პრობლემა, რაც მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი, ამ სოფელში იყო, არის დაშინებისა და მუქარის გზავნილები.

 

 

„ამ სოფელში სპეცოპერაცია ჩაატარა სპეცრაზმმა, აიყვანეს 6 ახალგაზრდა. მოსამართლემ არც კი ჩათვალა საჭიროდ, ენახა მტკიცებულებები და ჩანაწერები, მართლა იღებდნენ ისინი ძალადობაში მონაწილეობას თუ არა. თავისთავად ეს ინციდენტი მოყვა გაყალბების მცდელობას. მთავარი პრობლემა არის ის, რაც ხდებოდა და გუშინდელი ღამის ჩათვლით რა გზავნილსაც იღებდნენ ამომრჩევლები - თუ აქ მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“, დაკავებული ახალგაზრდების ბედი იქნება მძიმე. ეს არის კლასიკური მეთოდი ამ რეჟიმის. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ დღეს მაინც ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მშვიდობიანად ჩაიაროს პროცესმა, ამომრჩევლებს ჰქონდეთ განცდა, რომ აქ დღეს მაინც შეუძლიათ, მოვიდნენ, საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ", - განაცხადა ბოკერიამ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი