"ქართული ოცნების" წევრი ეკა ბესელია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საგარეო ურთიერთობა მდივნის, გიგა ბოკერიას განცხადებას აფასებს.
ბოკერიას განცხადებაზე - "რომ არა დაშინება, მარნეულში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატი გაიმარჯვებდა", ბესელია პასუხობს:
„თუ რამე ტიპის გადაცდომა ვინმემ დაინახა, კამერებიც მუშაობს და შეუძლია, ვიდეო მასალაზე დაყრდნობით მოახდინოს რეაგირება. დაშინებაზე საუბარი საერთოდ არასერიოზულია, თუ ვინმე გულისხმობს, რომ პოლიციისთვის ქვის სროლა, ძალადობა, წითელი ხაზების გადაკვეთა რეაგირების გარეშე უნდა დარჩეს, ნურასუკაცრავად“.
ბოკერიამ ყიზილაჯლოში ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავარი პრობლემა, რაც მთელ საქართველოში, განსაკუთრებით კი, ამ სოფელში იყო, არის დაშინებისა და მუქარის გზავნილები.
„ამ სოფელში სპეცოპერაცია ჩაატარა სპეცრაზმმა, აიყვანეს 6 ახალგაზრდა. მოსამართლემ არც კი ჩათვალა საჭიროდ, ენახა მტკიცებულებები და ჩანაწერები, მართლა იღებდნენ ისინი ძალადობაში მონაწილეობას თუ არა. თავისთავად ეს ინციდენტი მოყვა გაყალბების მცდელობას. მთავარი პრობლემა არის ის, რაც ხდებოდა და გუშინდელი ღამის ჩათვლით რა გზავნილსაც იღებდნენ ამომრჩევლები - თუ აქ მოიგებს „ნაციონალური მოძრაობა“, დაკავებული ახალგაზრდების ბედი იქნება მძიმე. ეს არის კლასიკური მეთოდი ამ რეჟიმის. ჩვენ ვართ აქ იმისთვის, რომ დღეს მაინც ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მშვიდობიანად ჩაიაროს პროცესმა, ამომრჩევლებს ჰქონდეთ განცდა, რომ აქ დღეს მაინც შეუძლიათ, მოვიდნენ, საკუთარი პოზიციები დააფიქსირონ", - განაცხადა ბოკერიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.