ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, NDI -ის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ 2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნების ლეგიტიმაციის პრობლემა არ არსებობს.
მისი თქმით, მარნეულშიც და მთლიანად საქართველოს მასშტაბით, არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდა.
"არჩევნები ჩატარდა ისეთ მშვიდ გარემოში, როგორც არასდროს ჩატარებულა. იყო რადენიმე დარღვევა და ყველა პასუხს აგებს, ვინც ამ დარღვევებში მონაწილეობდა, ვერანაირი „ნაცმოძრაობის“ ლიდერები, რომლებიც აქ არიან, ვერ მოახდენენ ხელმეორედ ვითარების დაძაბვას და ძალადობის პროვოცირბას. მაშინ რაც გააკეთეს, არა მხოლოდ უბნის დარბევა და პოლიციელებზე თავდასხმა იყო, არამედ მათ გადააბიჯეს იმ ზღვარს, რომლის მიღმა ძალიან სერიოზული საფრთხეები იწყება“, - აღნიშნა სოზარ სუბარმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.