ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის ინფორმაციით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარჯვა რეალურად დაწყებული არ არის, ამის შესახებ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, სადაც მან საქართველოს 2015 წლის ბიუჯეტის 2 თვის შესრულების შესახებ ანგარიში წარადგინა. ირაკლი ღარიბაშვილმა კი ფინანსთა მინისტრს სთხოვა დეტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რომელი რაიონები არ და ვერ ხარჯავენ თანხას.
"რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან რეალურად ხარჯვა არ არის დაწყებული მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ თანხები გამოყოფილი გვაქვს. უკვე 82 მილიონზე მეტია გამოყოფილი, მაგრამ ათვისება ჯერჯერობით არ არის,"განაცხადა ნოდარ ხადურმა.
პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ არ არის ათვისება დაწყებული, რაზეც ფინანსთა მინისტრმა უპასუხა, რომ "როგორც ჩანს, აქ მექანიზმი ცოტა ბიუროკრატიულია".
ხადურის თქმით, მომავალ კვირაში დაგეგმილია შეხვედრა საკრებულოების წარმომადგენლებთან და გამგებლებთან და მოხდება ამ საკითხების დეტალურად გავლა.
ფინანსთა მინისტრის აზრით, შესაძლებელია გუბერნატორების უფრო მეტი აქტივობაც ამ საკითხთან დაკავშირებით. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს სთხოვა დეტალურად წარმოადგინოს ინფორმაცია, თუ რომელი რაიონები არ და ვერ ხარჯავენ თანხას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.