ნორვეგიამ საქართველო იმ ქვეყნების კატეგორიაში გადაიყვანა, რომლის მოქალაქეებისთვისაც სავიზო განაცხადების განხილვის კვოტები გაზრდილია. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეებისთვის ნორვეგიის სამეფოს ვიზის მიღება უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
”ნორვეგიის საემიგრაციო დირექტორატმა განაახლა კატეგორიების შემადგენლობები და საქართველომ „ნარინჯისფერი კატეგორიიდან“ გადაინაცვლა „ყვითელ კატეგორიაში“, რაც ნიშნავს, რომ ამ ჯგუფში მყოფი ქვეყნების მოქალაქეების მიერ ნორვეგიის სამეფოში სავიზო განაცხადის უმრავლესობა დადებითად კმაყოფილდება. ქვეყნებს, რომელთა მოქალაქეებსაც ნორვეგიაში გასამგზავრებლად ვიზა სჭრიდებათ, ნორვეგიის სამეფო კატეგორიებად ჰყოფს. ამ კატეგორიებში მოხვედრილი ქვეყნების ჩამონათვალი ყოველწლიურად გადაიხედება სხვადასხვა ქვეყანაში გატარებული ეფექტური სავიზო პოლიტიკის, უსაფრთხოების მდგომარეობისა და ქვეყანაში არსებული სტაბილური პოლიტიკური ვითარების გათვალიწინებით”, - ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.