რუსმა სამხედროებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევის მკვიდრი, 43 წლის მამაკაცი ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს.
ადგილობრივის დაკავება იმ დროს მოხდა, როცა იგი ე.წ. ადმინისტრაციულ საზღვართან საქონელს მწყემსავდა.
მომხდარს დაკავებულის თანასოფლელიც შეესწრო, რომლის განცხადებითაც მამაკაცს ე.წ. საზღვარი არ გადაუკვეთავს და მისი აყვანა ქართველი სამართალდამცავების მიერ კონტროლირებად ტერიტორიიდან მოხდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.