"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ნიკა მელიას განცხადებით, "ქართული ოცნება" ჯიხაშკრში 8 ოქტომბერს მომხდარ დარბევის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულის საშუალებით "ვაჭრობს".
მელიას განცხადებით, "თუკი, "ოცნებას" დაუჭერენ მხარს, დაკავებულეს გაათავისუფლებენ".
,,უნიკალურ ორ უბანთან ვართ დღეს, სადაც შევარდნენ 8 ოქტომბერს და დაარბიეს. დღეს ჩვენ მოგვიწია ფართო შემადგენლობით ჩამოსვლა, რათა დავიცვათ უბნები მსგავსი ფაქტებისგან. დარბევის ფაქტთან დაკავშირებით ერთი ადამიანია დაკავებული და "ქართული ოცნება" ვაჭრობს ახლა სოფელში, თუკი "ოცნებას" დაუჭერენ მხარს, ამ ადამიანს გაათავისუფლებენ. ჯერ-ჯერობით, არჩევნები მშვიდად მიმდინარეობს და იმედია ასე გაგრძელდება", - განაცხადა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.