გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა, გიგლა აგულაშვილმა, ხის დარგვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აღმასრულებელი ხელისუფლების, ბიზნესსექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ეროვნულ საშენ მეურნეობაში უმასპინძლა.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, ღონისძიების ფარგლებში, მეურნეობის მიმდებარე ტერიტორიაზე ქარსაფარი ხეივანი გაშენდა, სადაც ჯამში 250-მდე პირამიდალური ვერხვი, ჰიმალაის კედარი და ტუიას ხე-მცენარეები დაირგო. დარგვის აქციაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობისა და ენერგეტიკის მინისტრებმაც მიიღეს. აქციას სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები და მწვანე მოხალისეებიც შეუერთდნენ.
"სოციალური პასუხისმგებლობის ამაღლებისა და საქართველოს წითელი ნუსხის სახეობის - ნაკადულის კალმახის საშენის მოწყობის მიზნით, მეურნეობაში აუქციონიც გაიმართა, სადაც კერძო სექტორის წარმომადგენლებმა იშვიათი ჯიშის სახეობები შეიძინეს.
2016 წლის იანვრიდან, მეურნეობის ფუნქციებს დაემატა - კომპეტენციის ფარგლებში ველური ფაუნის ადგილობრივ სახეობათა სადედე ეგზემპლარებისა და სხვა მოსაშენებელი მასალის მოპოვება, შეძენა და მოშენება, როგორც ბუნებრივ გარემოში გაშვების, ასევე რეალიზაციის მიზნით.
კაპიტალურად გარემონტდა ყოფილი საბოცვერეს შენობა, სადაც განთავსდა საწიწილე საზრდელი ოთახები, საინკუბატორო და საკვების საამქრო. მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები. შემოყვანილია 80 ფრთა კაკაბი და კოლხური ხოხობის 8 ოჯახი.
სტუმრებმა ეროვნულ საშენ მეურნეობაში წითელი ნუსხისა და იშვიათი ჯიშის ხე-მცენარეთა პლანტაციები, გარეულ ფრინველთა ორნიტოფერმა, ხე-მცენარეთა საკონტეინერო ბაქანი და სარეზერვო ტბორი დაათვალიერეს.
ღონისძიებას მინისტრის მოადგილეებთან ერთად, სამინისტროს სტრუქტუული ერთეულების ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ", - აღნიშნულია გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.