ნოდარ ხადური მოუწოდებს სამთავრობო სტრუქტურებს მინიმუმამდე შეამცირონ ხარჯები
05-03-2015, 04:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნოდარ ხადური მოუწოდებს სამთავრობო სტრუქტურებს, 30 პროცენტით შეამცირონ საწვავის ხარჯი, მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები, 20 პროცენტით შემცირდეს ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯები და ა.შ.

 

 

ფინანსთა სამინისტრო სახელმწიფო უწყებებისა და მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისგან ხარჯების შემცირების შესახებ ინფორმაციას არაუგვიანეს 16 მარტამდე ელოდება.

 

 

"ნებისმიერ შემთხვევაში შემცირება არ შეეხება ინფრასტრუქტურულ პროექტებს და სოციალურ ხარჯებს. ჩვენ გვაქვს წარმოდგენილი მთავრობის განკარგულების პროექტი, რომელიც სამინისტროებს, უწყებებს, ასევე იმ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, რომლებიც არიან მთავრობის და არა სამინისტროების კონტროლის ქვეშ, ავალებს, რომ არაუგვიანეს 16 მარტისა ფინანსთა სამინისტროში წარმოადგინოს ინფორმაცია მიმდინარე ხარჯების შემცირების შესახებ. ჩვენ რეკომენდაციით შემოვდივართ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში მინიმუმამდე დავიყვანოთ ადმინისტრაციული შენობების რემონტის ხარჯი, არ შევიძინოთ რბილი ავეჯი, მაქსიმალურად შევზღუდოთ ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენა, გარდა სპეციალური დანიშნულების სატრანსპორტო საშუალებებისა. დაახლოებით 30 პროცენტით შევამციროთ საწვავის ხარჯი, რაც რა თქმა უნდა, არ შეეხება ოპერატიულ მანქანებს. ამავე დროს ჩვენ გთავაზობთ, რომ მინიმუმამდე იყოს დაყვანილი მივლინებები, 20 პროცენტით შემცირდეს ე.წ. წარმომადგენლობითი ხარჯები და ამავე დროს სასწავლო შვებულებები გამოვიყენოთ მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - სასურველია, რომ მიმწვევი მხარის მიერ იქნება თუნდაც 80 პროცენტი ანაზღაურებული," განაცხადა ნოდარ ხადურმა.

 


ამასთან, ფინანსთა მინისტრის თქმით, მთავრობა თხოვს პარლამენტს, სასამართლოს და ყველა იმ სტრუქტურას, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების დაქვემდებარებაში არ იმყოფება, თავადაც ანალოგიური შეზღუდვები დააწესონ.

 


"გვინდა ვთხოვოთ იმ საბიუჯეტო ორგანიზაციებსაც, რომლებიც არ არიან მთავრობის კონტროლის ქვეშ, ეს არის საქართველოს პარლამენტი, სასამართლო, ასევე მუნიციპალიტეტები, მათ შორის დედაქალაქის მერია და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, რომ ანალიგიური შეზღუდვები გამოიყენონ," აღნიშნა ხადურმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი