ლევან იზორია: კახეთში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება ორ ვერსიაზე მუშაობს
22-10-2016, 09:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, კახეთის რეგიონში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, საგამოძიებო მოქმედებები ორი მიმართულებით ხორციელდება.

 

 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იზორიამ აღნიშნა, მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დადგება თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.

 

 

"ადგილი ჰქონდა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას. ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში, ჩვენ ვაზუსტებთ, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირების და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც არსებობს სამინისტროში. ასე რომ, ამ ორი მიმართულებით ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 


კითხვაზე, შეიძლება თუ არა, რომ მეორე ვერსიის დადასტურების შემთხვევაში, დადგეს სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხი, იზორია პასუხობს, რომ გამორიცხული არაფერია.

 

 

"ჩვენ გვაქვს კონკრეტულად გაწერილი სტანდარტები, თუ როგორ ხდება ამ შემთხვევაში ესკორტირება სამხედრო შემადგენლობის და შესაბამისად, კონკრეტული ფაქტის შესწავლის საფუძველზე, ექსპერტიზის ჩატარების საფუძველზე, მოხდება იმის განსაზღვრა, იყო თუ არა ფაქტობრივი გარემოებები ამ სტანდარტის შესაბამისი", - აღნიშნა ლევან იზორიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი