საგარეჯოს მუნიციპალიტეტში 210 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე წყალუზრუნველყოფის რეჟიმის გაუმჯობესება მოხდება. სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ მუნიციპალიტეტში ქვემო სამგორის სარწყავი სისტემის გ-22 გამანაწილებლის სარეაბილიტაციო პროექტს ახორციელებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროექტის ფარგლებში 2,7 კმ სიგრძის მილსადენი მოეწყობა. პროექტი, რომლის ღირებულებაც 274 000 ლარია, მიმდინარე წლის დეკემბრისთვის დასრულდება.
სამუშაოების მიმდინარეობას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გიორგი ჩხეიძე და შპს „საქართველოს მელიორაციის" გენერალური დირექტორი ლევან დვალი გაეცნენ.
"2012 წლიდან კახეთის რეგიონში განხორციელებული სამელიორაციო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა 420 კმ სამელიორაციო არხს. შედეგად წყალუზრუნველყოფილი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი რეგიონში 6 100 ჰექტრიდან 14 880 ჰექტრამდეა გაზრდილი, ხოლო სადრენაჟე სისტემები 3 924 ჰექტარს ემსახურება", - აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.