ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, არჩევნების დღემ საარჩევნო უბნებზე ძირითადად მშვიდ გარემოში ჩაიარა.
"მთელი დღის განმავლობაში, ოთხივე საარჩევნო უბანზე და განსაკუთრებით მარნეულის 48-ე საარჩევნო უბანზე, იმყოფებოდნენ დიდი რაოდენობით უფლებამოსილი პირები, მათ შორის, როგორც სხვადასხვა ორგანიზაციების დამკვირვებლები, ასევე საარჩევნო სუბიექტებისა და მედიის წარმომადგენლები. ჩვენ კიდევ ერთხელ გვინდა ვთხოვოთ კენჭისყრის შენობაში ყოფნის უფლების მქონე პირებს, საკუთარი საქმიანობის განხორციელებისას, შექმნან ისეთი პირობები, რომ საუბნო-საარჩვნო კომისიის თითოეულმა წევრმა ხმის დათვლის პროცესის კანონშესაბამისად წარმართვა შეძლოს”, - აღნიშნა ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც საუბნო-საარჩევნო კომისიები დაასრულებენ ხმის დათვლის პროცედურებს, საუბნო- შემაჯამებელ ოქმებს ცენტრალური საარჩევნო კომისია მიღებისთნავე ცესკო-ს შესაბამის ვებგვერდზე ატვირთავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.