ზუგდიდის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხაშკარის #79 საარჩევნო უბანზე ერთ-ერთი საჩივარი დამკვირვებლის მიერ ამომრჩევლისთვის თვალის ჩაკვრის გამო დაიწერა.
ცესკო-ს ინფორმაციით, საჩივარი არასამთავრობო ორგანიზაციამ „საუნჯე“ იმ არგუმენტით დაწერა, რომ დამკვირვებელმა თვალის ჩაკვრით ამომრჩეველს მიანიშნა, თუ ვინ უნდა შემოეხაზა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის სპიკერის, ანა მიქელაძის განცხადებით, მათ ხელთარსებული ინფორმაციით, ამ დროისთვის ოთხივე საარჩევნო უბანზე სულ 11 საჩივარია დაწერილი, 8 საჩივარი მარნეულში, ხოლო ზუგდიდში დაწერილ 2 საჩივარს კიდევ ერთი დაემატა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.