ქობულეთის მუნიციპალიტეტს პოლონეთის ქალაქ პიეკარ შლონსკედან 6-კაციანი დელეგაცია სტუმრობს. ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის ცნობით, ქობულეთსა და ქალაქ პიეკარ შლონსკეს შორის დამეგობრების მემორანდუმი გაფორმდება, რომელიც მიზნად ორი ქალაქის მეგობრობას და ერთობლივი პროექტების განხორციელებას ისახავს.
ვიზიტის ფარგლებში, დღეს სტუმრები სახელოვნებო სკოლის აღსაზრდელების მონაწილეობით კონცერტს დაესწრნენ. გარდა ამისა, მათ პეტრას ციხე, ქობულეთის მუზეუმი და ღვინის სახლი დაათვალიერეს. მასპინძლები უცხოელ სტუმრებს ადგილობრივი კერძებით გაუმასპინძლდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.