ცოტა ხნის წინათ პრემიერ-მინისტრის მიერ მთავრობის სხდომაზე გაჟღერებული ახალი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იმ სამშენებლო ობიექტებზე, რომელთა მშენებლობა 2008 წლის აგვისტოს ომამდე დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა, საგადასახადო შეღავათები დაწესდებოდა, კერძოდ კი მათი დღგ-სგან გათავისუფლება მოხდებოდა, დღეს ფინანსთა მინისტრმა კანონპროექტის სახით წარმოადგინა.
როგორც ნოდარ ხადურმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, აღნიშნული ობიექტების მეპატრონენი საგადასახადო შეღავათებით მხოლოდ იმ შემთხვევაში ისარგებლებენ, თუ მშენებლობას განაახლებენ და 2018 წლამდე დაასრულებენ.
"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჩვენ ვაპირებთ შეღავათი გავუკეთოთ იმ სამშენებლო ობიექტებს, რომელთა მშენებლობა ომამდე დაიწყო. ჩვენ ძალიან ბევრი ვიმუშავეთ, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროსთან, განსაკუთრებით თბილისის მერიასთან, ასევე მენაშენეთა ასოციაციასთან და უკვე წარმოვადგინეთ კანონპროექტი, რომელიც უნდა გადავაგზავნოთ საქართველოს პარლამენტში. საქმე ეხება იმას, რომ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს უფლება მიეცეს საგადასახადო შეთანხმება გაავრცელოს არა მხოლოდ მთლიან თანხაზე, არამედ მის ნაწილზე. საუბარია ერთ კონკრეტულ გადასახადზე - დამატებითი ღირებულების გადასახადზე და იმაზე, რომ დღგ-ში საგადასახადო შეთანხმება, ანუ რეალურად პატიება ამ გადასახადის განხორციელდეს პირობით, რომ ისინი დაიწყებენ მშენებლობას და 3 წლის განმავლობაში, 2018 წლამდე დაასრულებენ მშენებლობას. ამ პირობით ვთავაზობთ ჩვენ, რომ დღგ-სგან გათავისუფლდება უძრავი ქონების მიწოდება, რომელსაც ისინი განახორციელებენ," განაცხადა ხადურმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.