კახა კალაძე: ჩვენი ინფორმაციით, ყველა უბანზე ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს, თუმცა, არჩევნების მეორე ტური აუცილებელი იქნება
22-10-2016, 12:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე მინდა მივმართო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, არ დაუჯერონ ”ნაციონალური მოძრაობის” სიცრუეს, დემაგოგიას, რასაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებენ და დღესაც აგრძელებენ ამას, - განაცხადა "ქართული ოცნების" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

 

 

"30 ოქტომბერს უნდა მივიდეთ ყველა არჩევნებზე, მივიღოთ გადაწყვეტილება და ეს გადაწყვეტილება უნდა იყოს თავისუფლება, რომელიც ჩვენ მივიღეთ ყველამ ერთად და ეს გადაწყვეტილება უნდა სწრაფი ეკონომიკური განვითარება, ის კეთილდღეობა, რომელსაც ყველა ქართველი მიიღებს. ვერც ერთი დეპუტატი ”ნაციონალური მოძრაობიდან” დამატებით ვეღარ უნდა მოხვდეს მომავალ პარლამენტში”, - განაცხადა კალაძემ.

 

 

იგი მარნეულში პოლიციის მიერ გზის გადაკეტვასთან დაკავშირებით, "ნაციონალური მოძრაობის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და სიცრუე უწოდა.

 

 

"რაც შეეხება მარნეულში, პოლიციის მიერ გზის გადაკეტვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას, ეს იყო სიცრუე და დემაგოგია, ”ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარობის კანდიდატის მხრიდან. ჩვენ ამას შეჩვეული ვართ. მარნეულში, პირველ ტურში მომხდარ ინციდენტს თუ გავიხსენებთ, ეს ყველაფერი ინსპირირებული იყო ”ნაციონალური მოძრაობის” მხრიდან. მისი მაჟორიტარი კანდიდატი იყო თავი და თავი ამ ყველაფრის, როცა უბანზე შეიჭრა, ჩაშალა არჩევნები, ისროდნენ ქვებს და სიტუაცია მაშინ განიმუხტა, როცა სიტუაციაში სპეცრაზმი ჩაერთო", - განაცხადა კალაძემ.

 

 

მისი თქმით, მათ ხელთარსებული ინფორმაციით, განმეორებით კენჭისყრაში "ქართული ოცნების" კანდიდატები იმარჯვებენ.

 

 

"ჩვენი ინფორმაციით, ყველა უბანზე ”ქართული ოცნების” მაჟორიტარობის კანდიდატი იმარჯვებს, თუმცა, არჩევნების მეორე ტური აუცილებელი იქნება", - აღნიშნა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი