სოზარ სუბარი: ქვასროლია პარტიას ქვების სროლის საშუალება არ მივეცით
22-10-2016, 13:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი, რომელიც მარნეულში 48-ე საარჩევნო უბანზე იმყოფება, საარჩევნო გარემოს აფასებს.

 

 

როგორც "რუსთავი 2"-თან საუბრისას სოზარ სუბარმა აღნიშნა, მარნეულში ამომრჩევლის უპრეცედენტოდ მაღალი აქტივობა იყო. მისივე თქმით, ამ დროისთვის მარნეულში ხალხია მობილიზებული, მათ შორის არიან სოფლის უხუცესები.

 

 

„ქვასროლია პარტიას, რომელმაც ამ უბანზე ქვების სროლით ჩაშალა პროცესი და თავს დაესხა პოლიციას, არ დასცალდა ამ სტილის განხორციელება. გაგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის პარტია, რომელმაც 2003 წელს ქვების სროლით დაიწყო თავისი საარჩევნო კამპანია სწორედ ამ რეგიონში - ბოლნისში. სწორედ ქვების სროლით გააგრძელა საარჩევნო კამპანია 2012 წელს - გორში, კარალეთში და მე მგონი, ქვების სროლით დაასრულა თავისი კარიერა ორი კვირის წინ მარნეულში. ქვასროლია პარტიას, ქვების სროლის საშუალება არ მივეცით", - აღნიშნა სუბარმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი