ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა. როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მარნეულის #48-ე საარჩევნო უბანზე „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა აჰმედ იმამყულიევმა 381 ხმა მიიღო, ხოლო „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, თამაზ ნავერიანმა 313 ხმა.
წინასწარი მონაცემების მიხედვით, #66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ედიშერ თოლორაიას მხარი 981-მა ამომრჩეველმა დაუჭირა, "ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატს, სანდრა რულოვსს კი 438-მა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.