დავით უსუფაშვილი: მე აქედან საქართველოში დავბრუნდები უფრო იმედიანი, ვინაიდან ჩვენი პრობლემები ძალიან კარგად ესმით აქ
05-03-2015, 05:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

"მე აქედან საქართველოში დავრუნდები უფრო იმედიანი, ვინაიდან ჩვენი პრობლემები ძალიან კარგად ესმით აქ", განაცხადა დავით უსუფაშვილმა სენატორ, ტომ კოტონთან და სენატის შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ, რონ ჯონსონთან გამართული შეხვედრების შემდეგ.

 


შეხვედრებზე მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და სამომავლო პერსპექტივებზე, საქართველოში და უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე, ეკონომიკურ თანამშრომლობასა და დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებაზე.

 


პარლამენტის თავმჯდომარემ შეხვედრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა: „ჩვენ საქართველოს საქმეებზე ვსაუბრობთ ყველასთან. სენატორ რონ ჯონსონთანაც საქართველოზე და უკრაინაზე ვსაუბროდით. ის მოსმენა, რომელიც ამ წუთებში დამთავრდა, სწორედ ბატონ ჯონსონს მიჰყვდა და ჩვენ გავაგრძელეთ საუბარი რეგიონში შექმნილ ვითარებაზე. მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილი იმის თაობაზე, რომ იგი პირადად ყველაფერს გააკეთებს, რათა აშშ-ი იყოს საქართველოს გვერდით ყველა თვალსაზრისით, როდესაც ჩვენ გვჭირდება ჩვენი მეგობრების გვერდში ყოფნა. ასევე, ძალიან საინტერესო საუბარი გვქონდა იმის თაობაზე, თუ რა ტაქტიკა და რა სტარატეგია იქნება სწორი იმისთვის, რომ უკრაინაში, საქართველოში მოვლენები განვითარდეს უკეთესი მიმართულებით და არა უარესი მიმართულებით.

 

 

ჩვენ ვისაუბრეთ ევროპელ კოლეგებთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობების აუცილებლობაზე. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეულ საკითხებში გარკვეული აზრთა სხვადსხვაობა შეინიშნება, უნდა იქნეს მიღწეული კონსენსუსი და სოლიდარობა ევროპელი მეგობრების და ამერიკელი მეგობრების, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. პუტინს არ უნდა მიეცეს საშუალება, რომ რაიმე აზრთა სხვადასხვაობა გადაწყვეტილებების სხვადასხვაობაში გადაიზარდოს. მე აქედან საქართველოში დავრუნდები უფრო იმედიანი, ვინაიდან ჩვენი პრობლემები ძალიან კარგად ესმით აქ," თქვა უსუფაშვილმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი