დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში, დღეს „თბილისიმარათონი 2016“ იმართება. მარათონმა სტარტი რუსთაველის გამზირზე, პირველ კლასიკურ გიმნაზიასთან 10:00 საათზე აიღო.
"თბილისიმარათონი 2016“-ის შესახებ, 18 ოქტომბერს, „ექსპო ჯორჯიას“ პავილიონში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც მარათონის ორგანიზატორებთან და მის მხარდამჭერებთან ერთად, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძე დაესწრო.
როგორც ლექვინაძემ განაცხადა, თბილისის მერია, ტრადიციულად, წელსაც მარათონის აქტიური მხარდამჭერი იქნება.
დედაქალაქის მერის მოადგილემ მსგავსი ტიპის ღონისძიებების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყველას მარათონში ჩაბმისკენ მოუწოდა.
„თბილისის მერია აქტიურად უჭერს მხარს "თბილისიმარათონის" განხორციელებას, რადგანაც ეს არის ერთ-ერთი ის ღონისძიება, რომელიც თბილისს საერთაშორისო სივრცეში წარმოაჩენს. აღნიშნული მარათონის მონაწილეები არიან, როგორც თბილისელები, ასევე თბილისის უცხოელი სტუმრები და ძალიან მნიშვნელოვანია ის გამოხმაურება, რომელიც ამ მარათონის განხორციელებას მოჰყვება“, - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.
მერიის ცნობით, „თბილისიმარათონის“ რეგისტრაცია 22 ოქტომბრის ჩათვლით მიმდინარეობდა და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა საქართველოში პირველი ბავშვთა ჰოსპისის მშენებლობას მოხმარდება. წლევანდელი გარბენი ნახევარ მარათონს, 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენებს გულისხმობს. „თბილისიმარათონი“ ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას, ქველმოქმედებას და დედაქალაქის ტურისტულ განვითარებას ემსახურება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.