„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით, დღეს, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, დილის 05:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის გარკვეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
საქველმოქმედო გარბენმა სტარტი დილის 10:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, პირველი კლასიკური გიმნაზიის მიმდებარე ტერიტორიიდან აიღო. მარათონი დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში ორ წრედ ტარდება.
შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებასთან დაკავშირებით გადაიკეტა კრწანისის მოედანი - ავტომანქანების ნაკადი მოძრაობს ორთაჭალჰესის მიმართულებით, მარცხენა სანაპიროზე;
მოძრაობა აიკრძალა თბილისის საკონცერტო დარბაზის (ფილარმონიის) მიმდებარე ტერიტორიაზე, რუსთაველის გამზირის მიმართულებით. ავტომანქანები მოძრაობენ პეტრე მელიქიშვილის ქუჩიდან, მერაბ კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედნის მიმართულებით;
გადაიკეტა თამარ მეფისა და დავით აღმაშენებლის გამზირების კვეთა, მეტროსადგურ „მარჯანიშვილის“ მიმართულებით, ასევე, მიხეილ წინამძღვრიშვილის, დავით აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩები;
მოძრაობა აიკრძალა თავისუფლების მოედანზე, პუშკინის ქუჩის დასაწყისში, რუსთაველის გამზირსა და ყველა მიმდებარე ქუჩაზე.
მარათონის მიმდინარეობის დროს მძღოლები შემდეგი მარშრუტებით სარგებლობენ:
სოლოლაკიდან გადაადგილება ხდება ლადო ასათიანის, ოვანეს თუმანიანის და გორგასლის ქუჩების გავლით, საიდანაც ავტომანქანები ჩადიან გორგასლის მოედანზე და მოძრაობას აგრძელებენ ჯებირებით გაყოფილ გორგასლის ქუჩაზე, კრწანისის მოედნის მიმართულებით;
ვაკე-საბურთალოს მიმართულებით მოძრავი ავტომანქანები გზას დანიელ ჭონქაძის ქუჩით აგრძელებენ;
ალექსანდრე გრიბოედოვის ქუჩიდან ჩამოსული ავტომანქანების ნაკადი ჯებირებით გაყოფილ რუსთაველის გამზირზე მოძრაობას ფილარმონიის მიმართულებით აგრძელებს;
ბარათაშვილის ქუჩაზე მოძრავი ავტომანქანების ნაკადი მოძრაობს რეზო თაბუკაშვილის ქუჩაზე და მოძრაობას აგრძელებს სასტუმრო „რედისონისკენ“, ვარდების რევოლუციის სახელობის მოედნის გავლით, სასურველი მიმართულებით;
უშანგი ჩხეიძის ქუჩიდან გამოსული ნაკადი მოძრაობს ჯებირებით გაყოფილ გალაქტიონის ხიდზე, საიდანაც სვლას აგრძელებს მარჯვენა სანაპიროზე, "ლაგუნა ვერეს" მიმართულებით;
ზვიად გამსახურდიას სახელობის სანაპირო იუსტიციის სახლთან ჯებირებით გაიყო და ავტომანქანები მოძრაობენ ბარათაშვლის ქუჩის მიმართულებით.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.