„თბილისიმარათონთან“ დაკავშირებით დღეს, 07:00 საათიდან 14:00 საათამდე დედაქალაქის ცენტრალურ უბნებში საზოგადოებრივი ტრანსპორტი დროებით შეცვლილი მარშრუტებით ივლის.
კერძოდ, თბილისის მერიის ცნობით, ორთაჭალიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და სამარშრუტო მიკროავტობუსები გორგასლის ქუჩის ნაცვლად, სვლას აგრძელებენ 300 არაგველის ხიდისა და მარცხენა სანაპიროს გავლით.
კოჯრის გზატკეცილის მიმდებარედ არსებული დასახლებებიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ბოლო გაჩერება ამაღლების ქუჩაზეა.
ვაკე-საბურთალოდან და სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები და მიკროავტობუსები მელიქიშვილის ქუჩიდან ფილარმონასთან უხვევენ კოსტავას ქუჩაზე და გმირთა მოედნისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩაზე გადიან.
ხეთაგუროვისა და ჩიტაიას ქუჩებიდან სადგურისკენ საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩიტაიას, კლდიაშვილისა და ჩუბინაშვილის ქუჩების გავლით მოძრაობს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.