მამუკა მდინარაძე: მარნეულში „ნაცმოძრაობის“ კანდიდატმა გაუსწრო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თუმცა არჩევნების მეორე ტურში თამაზ ნავერიანი გაიმარჯვებს
23-10-2016, 03:30

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატმა გაუსწრო „ქართული ოცნების“ კანდიდატს, თუმცა მისი თქმით, არჩევნების მეორე ტურში თამაზ ნავერიანი მიაღწევს გამარჯვებას.

 

 

მდინარაძის განმარტებით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოს 48-ე უბნის მონაცემები არჩევნების საბოლოო შედეგებზე გავლენას ვერ მოახდენს.

 

 

მან ასევე აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები, თითქოს 8 ოქტომბრის შემდგომ განვითარებულმა მოვლენებმა და მომხდარმა დაპირისპირებამ მოახდინა გავლენა ამომრჩევლებზე, სრული სიცრუეა.

 

 

„არაფერ შუაში არაა ის ამბავი, რაც იყო 8 ოქტომბერს. ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია. დამნაშავეები პასუხისგებაში არიან მიცემული და სასამართლო გადაწყვეტს მათ ბედს. ეს ამბავი ხმების მიცემასთან და ნების გამოხატვასთან არაფერ შუაში არ არის“, - განაცხადა მდინარაძემ.

 

 

გუშინ მარნეულისა და ზუგდიდის ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.

 

 

განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.

 

 

როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარნეულის ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატია - აჰმედ იმამყულიევი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 026 ხმით, რაც ხმების საერთო რაოდენობის 48,11%-ს შეადგენს და თამაზ ნავერიანი ("ქართული ოცნება") 9051 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 43.43%-ია.

 

 

რაც შეეხება ზუგდიდს, სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები არიან სანდრა რულოვსი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 692 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 44.8%-ია და ედიშერ თოლორაია ("ქართული ოცნება") 11 607 ხმით, რაც ხმების 48.63%-ს შეადგენს.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი