მარნეულის #48-ე საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ მაჟორიტარობის კანდიდატის, აჰმედ იმამყულიევის განცხადებით, არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვებს და 80%-იან მხარდაჭერას მიღებს.
მისი თქმით, 8 ოქტომბერს, რაც მარნეულის #48-ე საარჩევნო მოხდა, „ქართული ოცნების“ მიერ გამოწვეული პროვოკაცია იყო.
„სამწუხაროდ, პირველ ტურში ჩვენ ვერ მოვიპოვეთ დეპუტატის მანდატი, მაგრამ მეორე ტურში ამაზე უფრო მეტი ხმით მოვიპოვებთ გამარჯვებას. დღეს ჩვენ საზოგადოებას ვაჩვენეთ, რომ 8 ოქტომბერს რაც მოხდა ამ უბანზე, იყო „ქართული ოცნების“ მიერ გამოწვეული პროვოკაცია. 30 ოქტომბერს ჩვენ არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ და მარნეულის მუნიციპალიტეტში 80%-იან მხარდაჭერას მოვიპოვებთ“, - განაცხადა აჰმედ იმამყულიევმა.
გუშინ მარნეულისა და ზუგდიდის ოთხ საარჩევნო უბანზე განმეორებითი კენჭისყრა გაიმართა.
განმეორებითი კენჭისყრის წინასწარი მონაცემების გათვალისწინებით, მარნეულისა და ზუგდიდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში არჩევნების მეორე ტური გაიმართება.
როგორც ცესკო-ს სპიკერმა, ანა მიქელაძემ საინფორმაციო ბრიფინგზე განაცხადა, განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, მარნეულის ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე ორი კანდიდატია - აჰმედ იმამყულიევი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 026 ხმით, რაც ხმების საერთო რაოდენობის 48,11%-ს შეადგენს და თამაზ ნავერიანი ("ქართული ოცნება") 9051 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 43.43%-ია.
რაც შეეხება ზუგდიდს, სამივე საარჩევნო უბნის განმეორებითი კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმის გათვალისწინებით, წინასწარი მონაცემების მიხედვით, 66-ე ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატები არიან სანდრა რულოვსი ("ნაციონალური მოძრაობა") 10 692 ხმით, რაც საერთო რაოდენობის 44.8%-ია და ედიშერ თოლორაია ("ქართული ოცნება") 11 607 ხმით, რაც ხმების 48.63%-ს შეადგენს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.