გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი, შვეიცარიელ ექსპერტებთან და გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად, მცხეთა-მთიანეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც დევდორაკ-ამალის ხეობაში ადრეული შეტყობინების სისტემის ფუნქციონირებას ადგილზე გაეცნო.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინიციატივით შვეიცარიულმა კომპანიამ, GEOTEST-მა ადრეული შეტყობინების თანამედროვე სისტემა დაამონტაჟა, რომელიც როგორც მყინვარს, ასევე მდინარის ხეობაში წყლის კრიტიკულ დონეებს თანამედროვე ტექნოლოგიებით გააკონტროლებს, ასევე შეიქმნა მონაცემების კომუნიკაციის ერთიანი სისტემა, რაც ადრეული გაფრთხილების სისტემის გამართულ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, შვეიცარიელმა ექსპერტებმა გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად სამუშაოები 1800 და 3300 მეტრ სიმაღლეზე აწარმოეს. სისტემის მიზანია, მოახდინოს ბუნებრივი სტიქიური პროცესების დროული დაფიქსირება, რათა შესაბამისმა უწყებებმა საფრთხის ზონაში ევაკუაციის წინასწარ შემუშავებული გეგმა განახორციელონ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.