"ინვესტიციები, რომელიც ქართულ ეკონომიკას ესოდენ სჭირდება, შესაძლოა ამერიკიდანაც უფრო ინტენსიურად წამოვიდეს"
05-03-2015, 05:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ამერიკის მხრიდან ინვესტიციების გაძლიერების პერსპექტივაზე საუბრობს და აცხადებს, რომ შესაძლოა "ის უცხოური ინვესტიციები, რომელიც ქართულ ეკონომიკას ესედონ სჭირდება, ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, უფრო ინტენსიურად წამოვიდეს".

 


ეს განცხადება დავით უსუფაშვილმა სენატორ, ტომ კოტონთან და სენატის შიდა უსაფრთხოებისა და მთავრობის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, სენატორ, რონ ჯონსონთან გამართული შეხვედრების შემდეგ გააკეთა.

 

 

ჩვენ, ვსუბრობდით დახმარების გამრავალფეროვნებაზეც, კერძოდ, ეკონომიკური მიმართულებით. ძალიან საინტერესო პროცესია, რომელსაც წინ ვერ გავუსწრებ ჯერ, მაგრამ რამდენიმე თვეში შესაძლოა ახალი პერსპექტივები გაჩნდეს ამ თვალსაზრისით და ის უცხოური ინვესტიციები, რომელიც ქართულ ეკონომიკას ესოდენ სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც, უფრო ინტენსიურად წამოვიდეს. ჩვენ ვისაუბრეთ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების აუცილებლობაზე, იმიტომ, რომ ქვეყნები უნდა იყვნენ ძლიერები, რათა შეძლონ იმ პრობლემებთან გამკლავება, რაც რუსეთიდან მოდის“, - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ აგრეთვე აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობიდან გამომდინარე, ვერც საქართველოში და ვერც აშშ-ში ჩატარებული თუ გასამართი სხვადასხვა დონის არჩევნები უარყოფითად ვერ იმოქმედებს ქვეყნებს შორის ურთიერთობებზე.

 

 

„ჩვენ ვსაუბრობთ ქვეყნებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე და თანამშრომლობაზე. ისევე როგორც საქართველოში ხელისუფლების ცვლილებამ არ მოახდინა გავლენა საქართველოს დამოკიდებულებაზე აშშ-ს მიმართ და აქ იმიტომ ვარ, რომ გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ეს ურთიერთობა, ზუსტად იმავეს ველით აშშ-ში. ახლა კონგრესში შეიცვალა ძალთა ბალანსი. აშშ-ს პოლიტიკურ ცხოვრებაში მომდევნო ეტაპი ეს არის ახალი საპრეზიდენტო არჩევენები, მაგრამ ეს ჩვენი საქმე არ არის, ეს არის ამერიკელი ხალხის საქმე. ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩვენ გვაქვს თანაბრად სათანამშრომლო ურთიერთობა რესპულიკურ პარტიასთანაც და დემოკრატიულ პარტიასთანაც. ეს ისინი განსხვავდებიან ერთმანეთისგან მიდგომებით. ჩვენ მათ არ განვასხვავებთ, როგორც მეგობარი, სტრატეგიული ქვეყნის პოლიტიკურ ძალებს და ამის მიხედვით არ ვცვლით პოზიციებს. ასე, რომ ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ვესაუბროთ ყველას, ვინც დღეს არის ხელისუფლებაში, ხვალ იქნება, ზეგ იქნება და ეს განგრძობადობა ურთიერთობის არის სრულიად აუცილებელი," განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი