შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონეთის დელეგაცია ეწვია. ქალაქ ვარშავის მთავარი სახანძრო სკოლის წარმომადგენლებს, რაფალ მატუსკევიჩს და მარტინ ლაპიჩს შს მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ და საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს დირექტორმა, ზვიად ქაწაშვილმა უმასპინძლეს.
შსს-ს ცნობით, ვიზიტი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - „პოლონეთის დახმარება 2016“ ფარგლებში განხორციელდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს და ერთობლივი ღონისძიებები დაგეგმეს.
ვიზიტის ფარგლებში, შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს პოლონელმა კოლეგებმა საჩუქრად გადმოსცეს სახანძრო-სამაშველო აღჭურვილობა: სასუნთქი აპარატი, კომპრესორი 330 ბარიანი შიდაწვის ძრავით, საჰაერო დამბერავი, რეზისტენტული ქიმიური ტანსაცმელი, აალებადი აირების და ასაფეთქებელი ნივთიერებების ამომცნობი აპარატი, მულტი-გაზის და სხვადასხვა სახის ტოქსიკური ნივთიერებების დეტექტორი, ინფრაწითელი კამერა და სხვა.

როგორც უწყებაში აცხადებენ, დელეგაციის ვიზიტის პარალელურად, პროექტის - "საქართველოში მიწისქვეშა ინფრასტრუქტურაში სპეციალიზებული შველის განვითარება" ფარგლებში, პოლონელმა ექსპერტებმა ქართველი მეხანძრე-მაშველებისთვის ტრენინგები ჩაატარეს, რაც მიწისქვეშა ობიექტებზე პრაქტიკულ მეცადინეობას მოიცავდა. აღნიშნული ტრენინგები ვარშავის მთავარ სახანძრო სკოლასა და საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს შორის გაფორმებული მემორანდუმის შესაბამისად ხორციელდება და ხელს შეუწყობს სამაშველო ოპერაციებზე რეაგირების ხარისხის გაუმჯობესებას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.