სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი სოფლის მეურნეობის სამინისტროს ზუგდიდის რეგიონულ ლაბორატორიაში იმყოფებოდა და სამუშაო პროცესის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო.
ზუგდიდის რეგიონული ლაბორატორია სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის 9 მუნიციპალიტეტს ემსახურება და მათ ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკისა და სურსათის კვლევების სერვისს სთავაზობს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2013 წლიდან საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია ინტენსიურად მუშაობს რეგიონულ დონეზე ლაბორატორიული კვლევების სპექტრის გაფართოებაზე, ახალი მეთოდების ვალიდაციასა და აკრედიტაციის სფეროში დამატებაზე.
ზუგდიდის ლაბორატორიაში უკვე დაინერგა სურსათისა და წყლის როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ფიზიკურ–ქიმიური კვლევები.
2016 წლის იანვარში, მააკრედიტებელმა ორგანომ - ANAB, ზუგდიდის ლაბორატორიას საერთაშორისო აკრედიტაცია მიანიჭა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის ხელმძღვანელის, ირაკლი გულედანის განცხადებით, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ზუგდიდის ლაბორატორიაში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, წელს შეტანილი ნიმუშების რაოდენობა დაახლოებით 15%-ით გაიზარდა.
გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) ზუგდიდის ლაბორატორიას კვლევისათვის საჭირო აპარატურა და რეაქტივები გადასცა.
ლაბორატორიაში შესაძლებელი გახდა თხილის ნაყოფის როგორც მიკრობიოლოგიური, ასევე ქიმიურ მახასიათებლებზე კვლევა.
დაინტერესებული პირებისათვის თხილის კვლევის ადგილობრივ დონეზე ჩატარების შესაძლებლობა, რაც ხელს შეუწყობს თხილის წარმოების, გადამუშავებისა და რეალიზაციის ერთიანი ციკლის შექმნას, თხილის თვითღირებულების შემცირებას და საექსპორტო პოტენციალის ზრდას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.