პრემიერ-მინისტრი არაეფექტური გამგებლების და საკრებულოების თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს
05-03-2015, 05:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილი დაინტერესდა, თუ რატომ აქვს რიგ სამინისტროებს ბიუჯეტის შესრულების კუთხით ჩამორჩენა და რატომ არ ხდება თანხების დროულად ხარჯვა ზოგიერთ მუნიციპალიტეტში.

 


პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, რომ წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია იმ რაიონების შესახებ, რომლებიც ვერ ხარჯავენ თანხებს, რათა დადგეს იმ გამგებლების ან საკრებულოების თავმჯდომარეების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებიც აფერხებენ ამ პროცესს.

 

 

როგორც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა განაცხადა, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მხრივ განათლების, ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებს აქვთ უმნიშვნელო ჩამორჩენა.

 


როგორც განათლების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ განმარტა, მიუხედავად იმისა, რომ მისი უწყება გეგმას მიჰყვება, არსებობს რეკომენდაცია ინფრასტრუქტურული ხარჯები კიდევ უფრო დააჩქაროს.

 


"სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენი ძირითადი ინფრასტრუქტურული ხარჯი მოდის არდადეგების პერიოდზე, როდესაც ინტენსიურად მიმდინარეობს სკოლების რეაბილიტაცია, ამიტომ ამ პერიოდში ყოველთვის ვასწორებთ ხოლმე ამ ნაწილს. პრობლემა აქამდე არასდროს არ გვქონია", - განაცხადა განათლების მინისტრმა.

 


ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თავის მხრივ განმარტა, რომ პირველი კვარტლის ბოლოს უფრო ზუსტი ინფორმაცია იქნება ცნობილი. ამასთან, მისი თქმით, გასათვალისწინებელია, რომ ზამთრის პერიოდში ინფრასტრუქტურული ხარჯი ყოველთვის შეზღუდულია.

 


ნოდარ ხადურმა ასევე მადლობა გადაუხადა ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომელიც მისი თქმით, აქტიურად მუშაობს და ორჯერ არის გაზრდილი სამუშაოების მოცულობა.

 


პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს მოუწოდა, რომ წარმოადგინონ დეტალური ინფორმაცია იმ რაიონების შესახებ, რომლებიც ვერ ხარჯავენ თანხებს.

 


"მე მინდა საჯარო გავხადო ეს პროცესი და ასევე ჩვენი პოლიტიკური ძალის მეშვეობით დავაყენებ მათი პასუხისმგებლობის საკითხს - იმ გამგებლების, რომლებიც ხელს უშლიან, ან საკრებულოს თავმჯდომარეების, რომლებიც აფერხებენ ამ პროცესს ამა თუ იმ ბიუროკრატიული ბარიერების გამო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 


მან მთავრობის წევრებს მიმართა, რომ ერთი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს შეხვედრა გამგებლებთან და გუბერნატორებთან.

 


"იქნება გავაკეთოთ შეხვედრა ყველა რაიონის გამგებელთან, გუბერნატორები ჩამოვიყვანოთ და მოვთხოვოთ მაქსიმალურად პასუხი ერთი კვირის განმავლობაში რომ მოხდეს ეს", - დასძინა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი