სამხრეთ კალიფორნიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, სატვირთო ავტომანქანის უკანა ნაწილს დაეჯახა, რის შედეგადაც ავტობუსში მყოფი ცამეტი ადამიანი დაიღუპა, ოცდაათზე მეტმა კი დაზიანებები მიიღო. ამის შესახებ ამერიკული პრესა წერს.

გავრცელებული ინფორმაციით, მგზავრების უმეტესობა ლათინური ამერიკიდანაა.

ავტობუსი ლოს ანჟელესში მიდიოდა. ავარია კი საკურორტო ქალაქ პალმ სპრინგსთან კვირა დილით მოხდა. გამომძიებლები ავტოავარიის მიზეზებს ადგენენ.
მაშველები ავტობუსში ფანჯრებიდან კიბეების გამოყენებით შევიდნენ, რათა იქედან ცხედრები გამოეყვანათ. 5 მგზავრი კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.