თერჯოლის ცენტრალურ სკვერში „ღვინის ფესტივალი 2016“ გაიმართა
24-10-2016, 01:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

23 ოქტომბერს თერჯოლის მუნიციპალიტეტში, ქალაქის ცენტრალურ სკვერში „ღვინის ფესტივალი 2016“ გაიმართა. თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ფესტივალი დაიწყო სოფლებს შორის გამარჯვებული გუნდების ფინალური შეხვედრით მინი-ფეხბურთში. ღვანკითისა და თერჯოლის გუნდებს შორის გამართულ შეხვედრაში ღვანკითის გუნდმა ანგარიშით 3:2 გაიმარჯვა. გამარჯვებულ გუნდს სიგელები და ფულადი პრიზი გადაეცა.

 

 

 

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფორმაციით, ფესტივალი უკვე ტრადიციად იქცა და ის წელს მეოთხედ გაიმართა. მუნიციპალიტეტის 19 ადმინისტრაციულ ერთეულს იმერული ეზო, იმერული სამზარეულო, სხვადასხვა ჯიშის ვაზისგან დაყენებული ღვინოების ჰქონდა წარმოადგენილი.

 

 

"სკვერში, სპეციალურად მოწყობილ სცენაზე ჩატარდა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის მხატვრული კოლექტივები: ფოლკლორული ანსამბლი „იმერეთი“, ვაჟთა ვოკალური ჯგუფი „მასპინძელო“, ქორეოგრაფიული ანსამბლი „იმერეთი“, ქალთა ანსამბლი „იამე“. ფესტივალს უძღვებოდა თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგეობის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის უფროსი გურამ თურქაძე.

 


სკვერში ასევე, წელს პირველად მოეწყო ტურიზმის კუთხე, სადაც სტუმრები გაეცვნენ მუნიციპალიტეტის ტურისტულ პოტენციალს-გეოგრაფიულ და ისტორიულ ღირსშესანიშნაობებს.

 


გამარჯვებულები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ 7 ნომინაციაში გამოავლინა:

 

 

 


1.საუკეთესო ციცქა - ღვანკითი (ზურაბ გამეზარდაშვილი)

 


2.საუკეთესო შერეული ღვინო - ქ. თერჯოლა (კონსტანტინე ძოწენიძე)

 


3.საუკეთესო წითელი ღვინო - ბარდუბანი (მიხეილ გოცირიძე)

 


4.საუკეთესო ჭურის ღვინო - ნახშირღელე (რამაზ ნიკოლაძე)

 


5.საუკეთესო განსხვავებული ჯიშები - გოგნი (მამა იოანე რევიშვილი)

 


6.საუკეთესო ცოლიკაური - ძევრი (ალექსანდრე ბუცხრიკიძე)

 


7.საუკეთესო სოფელი (დეკორაცია,სამზარეულო) - თერჯოლა.

 

 

გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები, ფულადი და სპეციალურად დაწესებული პრიზები", - აღნიშნულია გამგეობის ინფორმაციაში.

 

 

 

 

მათივე ცნობით, ღვინის ფესტივალს ესწრებოდნენ თერჯოლის მუნიციპალიტეტის გამგებელი თეიმურაზ ჯაფარიძე, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის პირველი მოადგილე პაატა ნადირაძე, თერჯოლისა და ტყიბულის საარჩევნო ოლქში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ელგუჯა გოცირიძე, გამგებლის მოადგილეები თეიმურაზ ქოჩიაშვილი და ნუკრი სარდანაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ავთანდილ ჩუბინიძე, თავმჯდომარის მოადგილე სოფიო ბუსკივაძე და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელი პირები. დღესასწაულს ასევე ესწრებოდა ტყიბულისა და თერჯოლის მიტროპოლიტი მეუფე გიორგი შალამბერიძე.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი