ნუკრიანში იუსტიციის მინისტრმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა
05-03-2015, 05:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანში საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ახალი ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა გახსნა. ღონისძიებას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კახეთის მაჟორიტარი დეპუტატები და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები დაესწრნენ.

 


იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს ინიციატივით მიმართა, რომ აღნიშნულ ბიბლიოთეკას მხატვარ დავით კრაწაშვილის სახელი მიენიჭოს.

 

 

როგორც იუსტიციის სამინისტროში აცხადებენ, სოფელ ნუკრიანის საზოგადოებრივი ცენტრი ბიბლიოთეკის ტრადიციულ ფუნქციებთან ერთად მოსახლეობას საშუალებას მისცემს, მიიღოს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისები. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ნუკრიანის საზოგადოებრივ ცენტრში დაინერგება სრულიად ახლებური, თანამედროვე ბიბლიოთეკის მოდელი. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსა და კერძო კომპანიებთან თანამშრომლობით ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ ცენტრს ექნება შესაძლებლობა, ბიბლიოთეკის ფუნქციებთან ერთად გასცეს სხვადასხვა სახის სახელმწიფო თუ კერძო სექტორის სერვისი, ხელმისაწვდომი გახადოს მობილური ოპერატორისა და ბანკის მომსახურებაც. ადგილობრივი მოსახლეობა ისარგებლებს უფასო ინტერნეტით.

 

 

ანალოგიური ტიპის საზოგადოებრივი ცენტრი და ბიბლიოთეკა 27 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავში გაიხსნა.

 


 

როგორც ცნობილია, დავით კრაწაშვილი წარმოშობით სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ნუკრიანიდან იყო. დავით კრაწაშვილი დაიბადა თბილისში 1963 წლის 9 ივლისს. ფენომენალური ნიჭით დაჯილდოებული ახალგაზრდა ხატავდა, წერდა ლექსებს და მღეროდა. იგი, ჯერ კიდევ ყმაწვილი, 1980 წლის 13 ივლისს 17 წლის ასაკში გარდაიცვალა. დავით კრაწაშვილმა დატოვა 1000-მდე ფერწერული, გრაფიკული ნამუშევარი, 35 ლექსი და 10-მდე დღიური. არ შემორჩენილა მისი მუსიკალური იმპროვიზაციები, რადგან არასოდეს გადაჰქონდა ისინი სანოტო რვეულში. პროექტი „საჯარო ბიბლიოთეკები ადგილობრივი განვითარებისთვის“ დაფინანსებულია „IREX“-ის მიერ „Beyond Access“-ის პროგრამის ფარგლებში და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ხორციელდება საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციასა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტთან თანამშრომლობით.

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი