კახეთში, სოფელ ბოდბესთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეს ნინოწმინდაში დღეს დაკრძალავენ.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, უწყება რიგითი აკოპ სამველის ძე მალხასიანის დაკრძალვასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს სრულად დაფარავს.
ავტოავარია დედოფლისწყარო-სიღნაღი-თბილისის დამაკავშირებელ ავტომაგისტრალზე, სოფელ ბოდბეს მიმდებარე ტერირიტორიაზე, 21 ოქტომბეეს მოხდა. "კამაზის" ტიპის სამხედრო მანქანის ამოტრიალების შედეგად დაშავებულ სამხედროთა ნაწილი მკურნალობას ამ დრომდე განაგრძობს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს.
თავდაცვის მინისტრის, ლევან იზორიას განცხადებით, საგამოძიებო მოქმედებები ორი მიმართულებით ხორციელდება.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას იზორიამ აღნიშნა, მოკვლევის დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, დადგება თუ არა კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი.
"ადგილი ჰქონდა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობას. ასევე შიდა მოკვლევის ფარგლებში, ჩვენ ვაზუსტებთ, რამდენად შეესაბამებოდა ესკორტირების და გაცილების წესები იმ სტანდარტებს, რომელიც არსებობს სამინისტროში. ასე რომ, ამ ორი მიმართულებით ინტენსიურად გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.