ცენტრ "კრწანისში" მომხდარ ინციდენტს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ეხმაურება. მისი თქმით, სამხედრო მოსამსახურეები წესდების შესაბამისად მოიქცნენ.
"მე ვფლობ ინფორმაციას, რაც ზოგადად საზოგადოებისთვის არის მიწვდომადი. სამხედრო მოსამსახურეები მოიქცნენ წესდების შესაბამისად. რაც შეეხება შემდგომ დეტალებს, რამდენადაც ვიცი გამოძიება მყისიერად არის დაწყებული და მე ვფიქრობ, რომ გამოძიება დაადგენს ყველა დეტალს,“ - განაცხადა დავით სერგეენკომ.
თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე წლის 23 ოქტომბერს, დაახლოებით 03:30 წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ტერიტორიაზე უცხო პირების მხრიდან შეჭრის ფაქტი დაფიქსირდა.
უწყების ცნობით, რამდენიმე უცხო პირი არ დაემორჩილა განაწესში მყოფი გუშაგის სიტყვიერ გაფრთხილებას და თავს დაესხა მას, რის შემდეგაც გუშაგმა წესდებით გათვალისწინებული მოქმედებები განახორციელა და ცენტრის ტერიტორიაზე შეჭრის ფაქტი აღკვეთა.
თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცენტრის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას, ერთ-ერთი თავდამსხმელის ცხედარი აღმოაჩინეს. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცხედარი იდენტიფიცირებულია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.