საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა ბრიტანული მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-ის რეგიონულ პრეზიდენტთან აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში, გორდონ ბირელთან შეხვედრა გამართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს ის პროექტები, რომლებსაც კომპანია BP-ი საქართველოში ახორციელებს.
"ყურადღება გამახვილდა შაჰ დენიზის მეორე ფაზის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე. ხაზი გაესვა სამხრეთ კავკასიის გაზსადენის გაფართოების პროექტის მნიშვნელობას, რომლის მშენებლობა 2019 წლისთვის უნდა დასრულდეს. აღინიშნა, რომ გაზსადენის გაფართოებისთვის საქართველოს ტერიტორიაზე 2 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება, ასევე, პროექტის ფარგლებში, აზერბაიჯანიდან საქართველოსთვის მიღებული გაზის მოცულობა საგრძნობლად გაიზრდება.
გორდონ ბირელმა საქართველოს პრემიერ მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია კომპანიის სამომავლო გეგმების შესახებ და თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა.
მულტინაციონალური ნავთობისა და გაზის კომპანია BP-ის მთავარი ოფისი განთავსებულია ბრიტანეთში, ქ. ლონდონში. კომპანიას აქვს წარმომადგენლობები სხვადასხვა ქვეყანაში. კომპანია BP საქართველოში 1996 წლიდან მოღვაწეობს", - აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.