საქართველოს რეგიონული განივთარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ნოდარ ჯავახიშვილმა პირველ მოადგილესთან, ილია დარჩიაშვილთან ერთად, თელავში ბატონის სასახლის სარეაბილიტაციო სამუშაობი მოინახულა.
რეგიონული განვითარების პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანი ძეგლისთვის პირვანდელი იერსახის შენარჩუნებაა.
"მუნიციპალური განვითარების ფონდის ძალისხმევით, ბატონის სასახლის რესტავრაცია ავთენტურობის სრული დაცვით მიმდინარეობს. არსებული პროექტი კულტურული მემკვიდეობის დაცვის სააგენტოსთან შეთანხმებით მომზადდა.
სასახლის ტერიტორიაზე დასრულებულია აივნების სვეტების მონტაჟი და კირით ლესვითი სამუშაოები. დერეფნები და დარბაზის იატაკები აგურითა და ქართული ქვით მოპირკეთდა. ამჟამად მიმდინარეობს ვიტრაჟებისა და განათების მონტაჟი. სასახლის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 1 871 893 ლარია, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
ბატონის ციხის რეაბილიტაციის პარალელურად, ბატონის ციხის მუზეუმის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. აღსანიშნავია, რომ მუზეუმის შენობას დაემატა საგამოფენო დარბაზი.
პროქტის ფარგლებში უკვე, ამოყვანილია კედლები და მიმდინარეობს გადახურვის სამუშაოები. მუზეუმის შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება 2017 წლის გაზაფხულზე იგეგმება. სამუშაოების ღირებულება 5 000 000 ლარს აღწევს", - აცხადებენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.